23 იანვარი 2022,   06:51
ვრცლად
16 ქართველის ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნება ჯერჯერობთ ისევ ვერ ხერხდება - მთავარი პრობლემა აეროპორტამდე მისასვლელი გზის გავლაა

საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე ავღანეთში რჩებიან. ჯერჯერობით 16 ქართველის სამშობლოში დაბრუნება ვერ ხერხდება. ისინი აეროპორტიდან მოშორებით ბაზაზე იმყოფებიან და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. მათი ექსკორტირება რამდენჯერმე დაიგეგმა, თუმცა ვერ განხორციელდა.

მთავარი პრობლემა ავღანეთის დედაქალაქში გადაადგილებაა, სწორედ ეს აფერხებს აეროპორტამდე მათ მიყვანას. ქაბულის აეროპორტს შეერთებული შტატების ძალები აკონტროლებენ, მისკენ მისასვლელ გზებს კი თალიბები. ავღანეთიდან სამშობლოში 6 ქართველის ევაკუაცია უკვე განხორციელდა, ორი კი გერმანიაში გადავიდა.

საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის პროცესში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს მთავრობა და შესაბამისი უწყებები.

დღის ამბები