23 იანვარი 2022,   08:06
ვრცლად
ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ეხმაურება

ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება.

"საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, სამშობლოში ბრუნდებიან. ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან, უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან და მალე საქართველოში იქნებიან!" - წერს პრემიერი.

საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დღეს ბრუნდება. ისინი უკვე ბორტზე იმყოფებიან და საქართველოსკენ მოემართებიან. როგორც საგარეო უწყება აცხადებს, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც მათ ოფიციალურად მიმართა, ავღანეთიდან უკვე გამოყვანილია.   

დღის ამბები