23 იანვარი 2022,   06:53
ვრცლად
ამ უბანში საბოლოო გამარჯვების რეალური მაგალითი უნდა დავდოთ - ელენე ხოშტარიას გლდანში პირველივე ტურში გამარჯვების მოლოდინი აქვს 

​თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, პარტია "დროას" ლიდერი გლდანში მხარდამჭერებს შეხვდნენ.

მელიამ და ხოშტარიამ ამომრჩევლებთან მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გლდანის ოლქი ოპოზიციისთვის გამარჯვების სიმბოლოა.

ნიკა მელია აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას მსგავსი მაჟორიტარი გლდანს აუცილებლად სჭირდება. ნიკა მელია ელენე ხოშტარიას გამარჯვებას ელის. 

თავად ხოშტარია კი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ხალხს მისი იმედი ჰქონდეს. 

"მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ჰქონდეს ჩემი იმედი და არა სიის ნომერი. ამ უბანში საბოლოო გამარჯვების რეალური მაგალითი უნდა დავდოთ და ჩვენ რეალურად გვაქვს შანსი პირველივე ტურში გლდანმა გამოაცხადოს გამარჯვება,"- აღნიშნა ხოშტარიამ.

დღის ამბები