17 იანვარი 2022,   11:37
ვრცლად
არ ვიცი რა ნომრით მონაწილეობს გიგი უგულავა, ან რატომ იყრის ფოთში კენჭს - პაატა მანჯგალაძე

საარჩევნო კამპანია აქტიურად ფაზაში შედის. უმრავლესობის ოპონენტთა ნაწილი ოფიციალურ წარდგენებს იწყებს რეგიონებში.

დღეს ფოთში გიგი უგულავას დაასახელებენ მერობის კანდიდატად. უგულავას კანდიდატურა შეაფასეს მმართველ გუნდა და ოპოზიციაში.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე გიგი უგულავას წარმატებას უსურვებს.

"არ ვიცი რა ნომრით მონაწილეობს გიგი უგულავა, ან რატომ იყრის ფოთში კენჭს, მაგრამ წარმატებას ვუსრუვებ. ჩვენ გვექნება ჩვენი კამპანია,- აცხადებს მანჯგალაძე.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ გიგი უგულავას შანსები გამარჯვებასთან მიმართებაში მიზერულია. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ გიგი უგულავას შანსები მცირეა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც მერობის პერიოდში ჩადენილი კორუფციული საქმეებია. 

დღის ამბები