17 იანვარი 2022,   20:20
ვრცლად
ავღანელი ოჯახები ამერიკელ სამხედროებს ჩვილ ბავშვებს ატანენ - ქაბულის აეროპორტში ქაოსია

ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში ათასობით ადამიანი ევაკუირებას უცდის. ავღანელი ოჯახები ჩვილ ბავშვებს ამერიკელ სამხედროებს ატანენ. 

ავღანეთიდან ევაკუირებული საქართველოს 2 მოქალაქე კი უკვე სამშობლოშია. მას შემდეგ, რაც ქაბული თალიბებმა დაიკავეს, ისინი ჯერ ტაშკენტში, შემდეგ კი გერმანიაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, ავღანეთიდან სულ საქართველოს 8 მოქალაქე დაბრუნდა. დანარჩენ 16 ქართველს, რომლებიც გუშინ დიდ ბრიტანეთის მიმართულებით გაემგზავრნენ, სამშობლოში უახლოეს პერიოდში ელოდებიან.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ავღანეთში საქართველოს მოქალაქეები აღარ იმყოფებიან.

დღის ამბები