17 იანვარი 2022,   19:31
ვრცლად
მსოფლიო დელტა შტამის შედეგებს ებრძვის - ვირუსის სწრაფად ცირკულირების გამო გაზრდილია ინფექციის შემთხვევები ახალგაზრდებში

მსოფლიო დელტა შტამის შედეგებს ებრძვის. ვირუსის სწრაფად ცირკულირების გამო გაზრდილია ინფექციის შემთხვევები ახალგაზრდებში. ამერიკა სექტემბრიდან მოსახლოებას ბუსტერ დოზით აცრის. მანამდე კი ალაბამის, ფლორიდის, ჯორჯიის, მისისიპისა და ტეხასის კლინიკებმა სამედიცინო რესურსი ამოწურეს.

უკვე მეოთხე ტალღას ებრძვის გერმანია. ვირუსის შეკავებას კი თურქეთსა და ესტონეთში კოვიდრეგულაციების გამკაცრებით ცდილობენ. ზოგიერთ ქვეყანაში კი შეზღუდვების დაწესებას მოსახლეობაში პროტესტი და არეულობა მოყვა.

ავსტრალიაში ლოკდაუნის დაწესებას სიდნეის ქუჩებში მასშტაბური პროტესტი და არეულობა მოჰყვა. რეგულაციების მოწინააღმდეგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, რაც დაკავებებით დასრულდა.

პროტესტია ტაილანდშიც. მოსახლეობა მთვარობას პანდემიის არაეფექტურ მართვაში ადანაშაულებს. ქვეყანაში რეკორდულად გაიზარდა ინფექციის შემთხვევები. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა ქუჩებში მანქანები და სხვადასხვა ნივთი დაწვეს.

მსოფლიოში კოვიდრეგულაციების წინაღმდეგ გამართული პროტესტის პარალელურად, კვლავ არაერთი სახელმწიფოს კლინიკა ვირუსთან ბრძოლის ველად იქცა. მათ შორისაა შეერთებული შტატები, სადაც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევს. დაავადებულების უმეტესობა არასრულად ვაქცინირებულია.

ინფექციის შემთხვევები მზარდია გერმანიაშიც, სადაც უკვე კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვიან. ინფიცირებულთა 90% დელტა შტამზე მოდის.

რეგულაციებს ამკაცრებს ესტონეთი. ესტონეთში მთავრობამ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარების რეჟიმი აღადგინა.

დღის ამბები