17 იანვარი 2022,   12:08
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათუმის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან პოლიტიკური პარტიები. ოპოზიციის ნაწილმა ბათუმის მერობის კანდიდატად გიორგი კირთაძე დაასახელა.

ის საზოგადეობას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ წარუდგინა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ასევე საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

"პატივია ჩემთვის ამ ქალაქის თვითმმართველობაში ყოფნა, მაგრამ ჩემი მიზანი ბევრად მეტია - მე სამშობლო მაქვს გადასარჩენი. ბათუმიდან იწყება ჩემი სამშობლო, აქ მოვკვდები და არსად არ წავალ, რაც არ აუნდა დამპირდნენ. აქ არის ჩემი სამშობლო, თქვენთან ერთად, აქედან იწყება საქართველო, ესაა ჩვენი ღელე-ღურდალი და სხვანაირად არ შეგვიძლია,"- მიმართა ამომრჩეველს ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" კახა ქაშიბაძემ.

დღის ამბები