17 იანვარი 2022,   11:38
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრემიერთან შეხვედრას გამართავს

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. რამდენიმე წუთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრემიერთან გამართავს შეხვედრას.

დენის შმიგალი ქართველ კოლეგას ქალაქ ლვოვში მასპინძლობს. დღესვე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან. დღის ბოლოს კი, საქართველოს პრემიერი, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის შეხვდება.

დღის ამბები