18 იანვარი 2022,   01:25
ვრცლად
შემაშფოთებელია რუსეთის ქმედებები, როგორც უკრაინაში, ყირიმში, სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ცხინვალში და აფხაზეთში - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შემაშფოთებელია რუსეთის ქმედებები, როგორც უკრაინაში, ყირიმში, სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე - ოკუოირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლის ბრიფინგზე განაცხადა.

"შემაშფოთებელია რუსეთის ქმედებები, როგორც უკრაინაში, ყირიმში სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე - ცხინვალში და აფხაზეთში მიმდინარეობს, ბორდერიზაცია გრძელდება და რა თქმა უნდა, ეს საერთო შეშფოთებას იწვევს. ბატონ პრემიერთან ჩვენ ასევე დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების მისწრაფება, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. ამ ფორმატში მინდა აღვნიშნო “ტრიოს” ფორმატის დაფუძნება, ამის თაობაზე მემორანდუმი მაისში გაფორმდა და უკვე პრეზიდენტების დონეზე პირველი პრეცენდენტი შეიქმნა ბათუმში "ტრიოს ფორმატის" მონაწილეობის.

მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს შეგვიძლია, რომ მართლაც ბევრი წარმატება ვაჩვენოთ ჩვენს თანამეგობრობას და სწორედ ამ "ტრიოს" ფორმატში ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატებული სახელმწიფოები ვიყოთ და მართლაც, ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას.

ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ჩვენ ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს, ჩემთან ერთად თავდაცვის მინისტრი იმყოფება.

ქართველი სამხედროები მონაწილეობას იღებენ ერთობლივ წვრთნებში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უკრაინელებთან ერთად, ასევე უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ საქართველოში არაერთ წვრთნებში, რაც ძალიან სასიხარულოა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები