23 იანვარი 2022,   07:09
ვრცლად
ამერიკამ, შესაძლოა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ბოლო ვადა გადასწიოს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ივლისის შემდეგ, ავღანეთიდან 33 ათასი ადამიანის ევაკუაცია შეძლო. აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, განიხილება ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ბოლო ვადის (31 აგვისტოს) გახანგძლივებაც. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ამერიკელ სამხედროებს უფრო ფართო წვდომა აქვთ ქაბულის აეროპორტის უსაფრთხო ზონაზე, რაც ქვეყნიდან მეტი მოქალაქის უსაფრთხოდ გაყვანის შესაძლებლობას იძლევა.

"ჩვენი პირველი პრიორიტეტი ავღანეთიდან ამერიკის მოქალაქეების რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გამოყვანაა. სახელმწიფო დეპარტამენტი ავღანეთში დარჩენილ მოქალაქეებს ტელეფონის, ელფოსტისა და სხვა საშუალებებით უკავშირდება. უსაფრთხოების მიზნით, დეტალებში არ შევალ, მაგრამ გავიმეორებ, რომ ნებისმიერი ამერიკელი, რომელსაც სახლში დაბრუნება უნდა, სახლში დაბრუნდება. ასევე, ვმუშაობთ ჩვენი ავღანელი მოკავშირეების და სხვა დაუცველი ჯგუფების, როგორებიცაა ქალი ლიდერებისა და ჟურნალისტების ქვეყნიდან გაყვანაზე.

ქაბულიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია რთული და მტკივნეული იქნება, არ აქვს მნიშვნელობა როდის დაიწყო ევაკუაციის პროცესი. შეუძლებელია ამდენი ადამიანის ევაკუაცია ტკივილისა და დანაკარგის გარეშე, ან იმ გულისამაჩუყებელი სურათების გარეშე, რომლებსაც ტელევიზიით ხედავთ. ეს უბრალოდ ფაქტია. გული მტკივა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ხედავთ. ვფიქრობ, ავღანეთიდან ჯარების გაყვანას ისტორია ლოგიკურ, რაციონალურ და სწორ გადაწყვეტილებად გვიჩვენებს,"-განაცხადა ბაიდენმა. 

 

დღის ამბები