20 იანვარი 2022,   03:36
ვრცლად
"ოცნება" - 44.7%, ენმ - 32.6% - მმართველი გუნდი ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს

მმართველი გუნდი ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, "ოცნების" კანდიდატს 50,3%-ის მხარდაჭერა აქვს, ხოლო" ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს - 37,8%.

"გვსურს წარმოგიდგინოთ პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის მიერ ქალაქ ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები. შედეგების გაცნობამდე, მოგახსენებთ, რომ ქალაქის მასშტაბით გამოიკითხა 987 რესპონდენტი,"-ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომელმაც საზოგადოებას კვლევის შედეგები გააცნო.

პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები ასე გამოიყურება:
- "ქართული ოცნება" 44.7%
- "ნაციონალური მოძრაობა" 32.6%
- "პატრიოტთა ალიანსი" 3.1%
- "საქართველოსთვის" 2.9%
- "სტრატეგია აღმაშენებელი" 2.6%
- "გირჩი - მეტი თავისუფლება" 2.5%
- "ლელო" 2.3%
- "ევროპული საქართველო" - 2.2%
- "მოქალაქეები"1.5%
- "ლეიბორისტული პარტია" 1.5%
- "გირჩი" 0.4%
- "ერთიანი საქართველო" 0.4%
- სხვა პარტიები 3.3%

ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგით რომ დასრულდეს, 3 პროცენტიან საარჩევნო ბარიერს მხოლოდ სამი პოლიტიკური პარტია გადალახავდა, 28 მანდატი კი მათ შორის შემდეგი პროპორციით განაწილდებოდა:

- "ქართული ოცნება" 16 მანდატი
- "ნაციონალური მოძრაობა" 11 მანდატი
- "პატრიოტთა ალიანსი" 1 მანდატი
 

გივი მიქანაძემ ასევე, წარმოადგინა ქუთაისის მერობის კანდიდატების რეიტინგების შეწონილი მონაცემები:

- იოსებ ხახალეიშვილი ("ქართული ოცნება") 50.3%
- ხატია დეკანოიძე ("ნაციონალური მოძრაობა") 37.8%
- სხვა კანდიდატები 11.9%

"როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს აქვს კარგი შანსი, არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ამომრჩევლის ნებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული,"-აღნიშნა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები