23 იანვარი 2022,   06:13
ვრცლად
მას შემდეგ, რაც სრულად ვაქცინირების 70%ს მივაღწევთ, ცხოვრებას უფრო თავისუფლად შევძლებთ - ახალი სამხრეთ უელსის პრემიერი​

ახალი სამხრეთ უელსის პრემიერის, გლედის ბერეჯიკლიანის, განცხადებით, თუ მოსახლეობის 70% ვაქცინირებული იქნება, ცხოვრება უფრო თავისუფლად იქნება შესაძლებელი. 

"ყველანი ემოციების ქვეშ ვართ იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევები სულ იცვლება და არ მინდა ამაზე ვფოკუსირდეთ.

აბსოლუტურად ყველას გვინდა მონაცემების შემცირება და ამისთვის ძალისხმევას არ ვიშურებთ. ერთადერთი სტატისტიკა, რაზეც უნდა გავამახვილოთ  ყურადღება, არის ვაქცინაციის მაჩვენებელი. მას შემდეგ, რაც სრულად ვაქცინირების 70%-ს მივაღწევთ, ცხოვრებას უფრო თავისუფლად  შევძლებთ,"- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები