22 იანვარი 2022,   05:32
ვრცლად
შეიძლება, თუ არა არჩევნების ჩატარება მსგავს ეპიდვითარებაში - ომბუდსმენი რეგულაციების გამკაცრებას ემხრობა

სახალხო დამცველი რეგულაციების გამკაცრებას ემხრობა. გარდა ამისა, ომბუდსმენი თვლის, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა როგორც ოპოზიციიდან, ასევე მმართველი გუნდიდან მსჯელობა უნდა დაიწყონ - შეიძლება, თუ არა არჩევნების ჩატარება მსგავს ეპიდვითარებაში.

ამ ეტაპზე მხოლოდ მმართველი პარტიის პოზიციაა ცნობილი. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, იმ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ამ ეტაპზე არჩევნების შესაძლო გადადებას არ განიხილავენ.

პარტიაში ამბობენ, რომ არსებული ვითარების ფონზეც შესაძლებელია წინასაარჩევნო კამპანიის იმ პირობებში ჩატარება, როდესაც მაქსიმალურად იქნება დაცული რეგულაციები და ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ამომრჩევლების უსაფრთხოება ამ მხრივ დაცული იყოს.

დღის ამბები