23 იანვარი 2022,   18:53
ვრცლად
"საქართველომ და უკრაინამ თავისუფლებამდე ერთნაირი გზა გაიარეს" - სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 30 წლის თავს აღნიშნავს. ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.

საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ორი დღის წინ დაიწყო და დღეს დასრულდება. კიევში სამხედრო აღლუმი გაიმართება, ჩატარდება ორი კონცერტიც.

უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა.

"საქართველომ და უკრაინამ თავისუფლებამდე ერთნაირი გზა გაიარეს და ორი ქვეყანა ერთად გაივლის გზას ევროპისკენ," - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

დღის ამბები