23 იანვარი 2022,   20:17
ვრცლად
რა შეფასებეი მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში ეუთო/ოდირის დასკვნას საქართველოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით

ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით მზად არის. ანგარიშში აღნიშნულია, რომ "პროცესი არ იყო საკმარისად სამართლიანი და სანდო, თუმცა, პროცედურულად, ძირითადად, გამართულად ჩატარდა".

ოდირის დასკვნას დილიდან შეფასებებეი მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

პარლამენტის წევრი თამარ კორძაიას თქმით, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერებულიყო.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ რეკომენდაციების და მოწოდებების დარღვევა უარყოფით გავლენებს იქონიებს. 

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ ვიდრე მოსამართლეებს "ქართული ოცნება" ნიშნავს ნდობა საზოგადოების მხრიდან ვერ იქნება გამყარებული.

მმართველ გუნდში კი ოპოზიციის მოსაზრებებს არ იზიარებენ და აცხადებენ,რომ ყველა დეპუტატს ჰქონდა შესაძლებლობა პროცესში ჩართვის და თავისი მოსაზრების გამოთქმის.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ყველა დეპუტატს შეეძლო მონაწილეობის მიღება.

"სტანდარტი, რომელიც ჩვენს კანონს აქვს ერთ-ერთი საუკეთესოა უზენაესი სასამარტლოს პროცესის ტრანსპარატულობის თვალსაზრისით მსოფლიოს მასშტაბით,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ეუთო/ოდირის დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ დანიშვნის პროცედურის ეტაპი კვლავინდებურად არ ითვალისწინებს საკმარის სამართლებრივ გარანტიებს, რაც უარყოფითად აისახება მთლიანი პროცესის სანდოობაზე.

თუმცა დადებით შეფასებას იმსახურებს პარლამენტში კანდიდატების მოსმენა, რაც კარგად იყო ორგანიზებული. 

დღის ამბები