22 იანვარი 2022,   06:14
ვრცლად
სახალხო დამცველი შესაშური არასერიოზულობით გამოირჩევა - იაგო ხვიჩიას თქმით, პანდემიის მიზეზით არჩევნების გადადება არასერიოზულია

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ომბუდსმენის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. საუბარია ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო 2 ოქტომბრის არჩევნების გადადების საკითხზე მსჯელობა.

იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველი შესაშური არასერიოზულობით გამოირჩევა. მისივე განცხადებით, პანდემია და სხვადასხვა დაავადებები ყოველთვის არსებობდა და იარსებებს და ამან დემოკრატიულ პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს.

"სახალხო დამცველი, სამწუხაროდ, გამოირჩევა შესაშური არასერიოზულობით. ეს ერთ-ერთი მისი გაგრძელებაა კიდევ ეს მოწოდება, რომ არჩევნები გადავდოთ იმის გამო, რომ ეპიდემია არსებობს. ეს იარსებებს სულ, სხვადასხვა დაავადებები, პანდემიები და ა.შ. ამას არც აქამდე უნდა შეეშალა ხელი დემოკრატიული პროცესისთვის და არც მომავალში უნდა შეუშალოს," - განაცხადა იაგო ხვიჩია.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი კი აცხადებს, რომ დისკუსია ყველა საკითხზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ისეთ საკითხებზე, რომლებიც ჯანმრთელობას და კოვიდს ეხება.

"უფრო მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტებმა მიიღონ ამაზე გადაწყვეტილება, თუ რამდენად აუცილებელი არის გადადება თუ შესაძლებელია ამ პირობებში ჩატარება იმიტომ, რომ კოვიდინფექცია პარტიული ნიშნით არ არჩევს არავის. აუცილებელია ამ საქმის სპეციალისტებმა გასცენ რეკომენდაცია არჩევნებთან დაკავშირებით და იმის მიხედვით უნდა იმოქმედოს მერე მთავრობამ," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

 

დღის ამბები