23 იანვარი 2022,   18:46
ვრცლად
4 ოპოზიციური პარტია დღეს ერთმანეთს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს მმართველი გუნდის ოპონენტებმა

4 ოპოზიციური პარტია დღეს ერთმანეთს შეხვდა. მათი შეხვედრა კოალიციური ერთობის ფარგლებში მიმდინარეობდა. განხილვის საგანი წინა საარჩევნო საკითხები იყო. ასევე, სხვადასხვა სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

შეთანხმების კონკრეტული პუნქტების შესახებ კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

"მსგავსი შეხვედრები სწორედ ამას ემსახურება, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოების წინაშე წარვსდგეთ შეთანხმებული საკითხებით და კონკრეტულად ჩვენი სტრატეგია, გეგმა გავაცნოთ საზოგადოებას. ამიტომ მგონია, რომ მსგავსი შეხვედრა არის იმაზე მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

დღის ამბები