23 იანვარი 2022,   18:37
ვრცლად
არ მინდა დავაბრალო, რომ ენმ-ს გარე სპიკერი აღმოჩნდა და სააკაშვილის დავალებებს ასრულებს, მაგრამ... - მამუკა მდინარაძე ომბუდსმენზე

სახალხო დამცველის განცხადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი გამოეხმაურა. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნინო ლომჯარია შეცდომაშია შეყვანილი.

"ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით პროცესებს, კიდევ ვინ ჩაერთვება იმ კამპანიაში, რომელიც რეალურ საფუძველს არის მოკლებული. სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ, სახალხო დამცველი მოხვდა ამ კამპანიაში და ამ კამპანიის ნაწილი გახდა. არ გამოვრიცხავ, კარგად ვიცნობ ნინო ლომჯარიას და არ მინდა მას დავაბრალო, რომ ის გარე სპიკერი აღმოჩნდა "ნაცმოძრაობის" და სააკაშვილის დავალების შემსრულებელი, მაგრამ როგორც მინიმუმ, ის შეცდომაშია შეყვანილი, რადგან პარადოქსია, როდესაც სახალხო დამცველის მხრიდან გვესმის მოწოდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომლის გარეშეც არჩევნების გადადება არის შეუძლებელი,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები