22 იანვარი 2022,   05:51
ვრცლად
ნათია მეზვრიშვილი ხელისუფლებას კვლავ გახარიას გუნდის მხარდამჭერების დევნაში ადანაშაულებს

პარტიის "საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზეც კი, მმართველი გუნდი ეპიდსიტუაციის მართვის ნაცვლად სახელმწიფო უწყებების რესურსებს გახარიას გუნდის მხარდამჭერების დაშინებისა და დევნისთვის იყენებს.

"ორმაგად სამწუხაროა, რომ იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ დღესაც შესაძლებელია სწორი მენეჯმენტით გამოსწორდეს სიტუაცია, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას აღელვებდეს ადამიანების სიცოცხლე და მათი სიცოცხლის შენარჩუნებაზე ზრუნავდეს - ხელისუფლება დაკავებულია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებით და აქტიურად იყენებს მთელ სახელმწიფო მანქანას პარტიის "საქართველოსთვის", მისი მხარდამჭერების და კანდიდატების წინააღმდეგ. ეს პროცესი გრძელდება და კიდევ უფრო სისტემურ ხასიათს იძენს," - აცხადებს მეზვრიშვილი

დღის ამბები