23 იანვარი 2022,   19:25
ვრცლად
დავით კირკიტაძე რუსთავში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება - მემორანდუმს ენმ, "ლელო", "გირჩი მეტი თავისუფლება" და "ევროპული საქართველო" აწერენ ხელს

ახალი მემორანდუმი ოპოზიციურ პარტიებს შორის. შეთანხმებას ხელს "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "გირჩი–მეტი თავისუფლება" და "ევროპული საქართველო" აწერენ.

შეთანხმების მიხედვით, არცერთ ოპოზიცირ პარტიას აღარ აქვს უფლება საკუთარი კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე წარადგინოს, დღეიდან მათი საერთო კანდიდატი კი დავით კირკიტაძე იქნება. 

"ოპოზიცია კონსოლიდირებულია. მე ვარ შეთნხმებული კანდიდატი, ასევე შეთანხმებულია ვიცე-მერობის და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურები. ეს შეთანხმება შედგა იმისთვის, რომ პირველ რიგში რუსთავში და შემდეგ მთელ საქართველოში დავამარცხოთ სიღარიბე, დავამარცხოთ პანდემია, რომლის შესაჩერებლად ხელისუფლება არაფერს აკეთებს,"- აცხადებს რუსთავის მერობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დავით კირკიტაძე.

"ძალიან კარგი მაგალითია რუსთავში კიდევ უფრო ფართო კოალიციის შექმნა და ეს ძალიან კარგი ნიშანია, საბოლოო ჯამში, ოპოზიცია შეძლებს კონსოლიდაციას იმისთვის, რომ ამ არჩევნებზე იყოს მაღალი შედეგი, დამარცხდეს ხელისუფლება, იყოს კოალიცია და საქართველო წავიდეს წინ და არა უკან, როგორც იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი.

დღის ამბები