22 იანვარი 2022,   06:40
ვრცლად
ჩვენ "ნაციონალების" მარტივ პროვოკაციას არ ავყვებით, არჩევნები ჩატარდება და "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ არჩევნები დაგეგმილ დროს ჩატარდება და "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება "ნაციონალების" მიერ შემუშავებულ პროვოკაციას არ წამოეგება.

"გუშინ დაიწყეს აჟიოტაჟი, ვიმეორებ, იციან, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში ეს ე.წ. ოპონენტები და ოპოზიცია. დაიწყეს საუბარი, რომ ხომ არ გადავდოთ არჩევნები და ამისთვის გამოიყენეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი და ქალბატონი ნინო გამოვიდა ინიციატივით, მიმართა პრემიერს, რომ იქნებ შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ავტომატურად გამოიწვევს არჩევნების გადადებას.

ეს, რა თქმა უნდა, არის პირდაპირ "ნაციონალების" მიერ შემუშავებული გეგმა და ამის ნაწილია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით.

არჩევნები ჩატარდება და "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.

2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში ჩვენმა გუნდმა მეშვიდედ, დამაჯერებლად და ღირსეულად გაიმარჯვა. 2024 წლამდე ჩვენ გვაქვს მანდატი, რომ ვმართოთ ეს ქვეყანა.

არჩევნების შემდეგ დაიწყეს აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, გამოგონილი ბრალდებებით, პროვოკაციებით საბოტაჟი და ბოიკოტი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები