23 იანვარი 2022,   18:32
ვრცლად
"დღეს გამოდიან, რომ ეკონომიკა ჩავკეტოთ, ეს არ არის გამოსავალი, ეს არის მავნებლური, ხალხის საწინააღმდეგო იდეა" - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოვიდპანდემიის დროს მოსახლეობამ ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, რასაც დამატებით კიდევ ეკონომიკის გაჩერება აღარ სჭირდება.

პრემიერის თქმით, აუცილებელია ეტაპობრივად შემცირდეს საგარეო ვალი და გარდა აუცილებელი გადაუდებელი მდგომარეობისა, ქვეყანამ საგარეო ვალი აღარ უნდა დაიმატოს. 

"6 თვის წინ, მე რომ დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მაშინ ქვეყანა იყო ჩაკეტილი. ეკონომიკა არ მუშაობდა, ვაქცინები არ იყო! ჩვენ კარგად ვიცით, რომ მკაცრი ლოკდაუნის პირობებში მოსახლეობამ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. 

ეტაპობრივად დავიწყეთ ვაქცინების შემოტანა და ეკონომიკის გახსნა. ისედაც გაჭირვებულ ჩვენს მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა.

აპრილში ჩვენ გვქონდა უპრეცენდენტო ეკონომიკური, 45%-იანი ეკონომიკური ზრდა. ბოლო 6 თვეში 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც დამატებით შემოსავლებს ნიშნავს. 

მილიარდ ორასი მილიონით გაიზარდა ბიუჯეტი, აქედან 600 მილიონით ვაფინანსებთ ჯანდაცვას, რომელიც მანამდე ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული და მოგვიწევდა საგარეო ვალის აღება. 

ეაპობრივად წელსვე უნდა დავიწყოთ საგარეო ვალის შემცირება და თავი უნდა შევიკავოთ ახალი საგარეო ვალისგან. 

დღეს გამოდიან, რომ ეკონომიკა ჩავკეტოთ. ჩაკეტვაზე ადვილი რა არის. ვერც ამაში გვაჯობებენ. გვაქვს ამის გამოცდილება - 24 საათში გადავკეტეთ ყველაფერი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამაზე ადვილი რა არის, მაგრამ ეს არის გამოსავალი? ეს არ არის გამოსავალი, ეს არის მავნებლური, ჩვენი ხალხის საწინააღმდეგო იდეა. ამის ნაცვლად ჩვენ გვჭირდება დაბალანსებულლი მიდგომა, ამას სჭირდება აქტიური ვაქცინაცია,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები