22 იანვარი 2022,   06:27
ვრცლად
ცესკო რეგისტრაცია მოხსნილ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს მიმართავს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისისამ ის პროცედურები განმარტა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციიდან მოხსნილმა ან რეგისტრაცია ძალადაკარგულმა ამომრჩევლებმა უნდა გაიარონ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა რეგისტრაცია მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებებს მიმართა, რათა 11 სექტემბრის ჩათვლით, მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და გაიარონ შესაბამისი პროცედურები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ მოხვდებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში და, შესაბამისად, ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

დღის ამბები