22 იანვარი 2022,   07:26
ვრცლად
2 რეგიონის განვითარების ხედვა და ინფრასტრუქტურული პროექტები - "ქართულმა ოცნებამ" სვანეთსა და სამეგრელოში მერობის კანდიდატები წარადგინა

სვანეთისა და სამეგრელოს განვითარების ხედვა, ინფრასტრუქტურული პროექტები და მერობის კანდიდატები "ქართული ოცნებიდან", რომლებმაც ამ ყველაფრის განხორციელებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

პრემიერ-მინისტრმა მმართველ გუნდთან ერთად, მესტიის და ზუგდიდის მერობის კანდიდატები წარადგინა და ამომრჩეველს კიდევ ერთხელ განუმარტა ის მიზეზები, თუ რატომ გააკეთონ არჩევანი "ქართულ ოცნებაზე".

წინასაარჩევნო თემები სამეგრელო-ზემო სვანეთში პრემიერის ვიზიტის მხოლოდ ნაწილი იყო, ირაკლი ღარიბაშვილი გუნდის წევრებთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, იქ არსებულ სიტუაციას გაეცნო, შემდეგ კი რუხის კლინიკაში გადაინაცვლა, სადაც ვაქცინაციის მნიშვნელობაზე მოსახლეობას კიდევ ერთხელ ესაუბრა.

დღის ამბები