22 იანვარი 2022,   06:32
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარემ და ომბუდსმენმა ოქტომბრის არჩევნებისთვის მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელეს

ცესკოს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა ოქტომბრის არჩევნებისთვის მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელეს. ცესკოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო არჩევნებზე მოქალაქეთა უსაფრთხოებას, ხმის დათვლის პროცესის ვიდეომონიტორინგის წესის განსაზღვრას, საჩივრების ელექტრონულად წარდგენის მნიშვნელობასა და სხვა საკითხებს.

განიხილეს სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის საკითხიც. ყურადღება გამახვილდა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე. ომბუდსმენი შეხვედრით კმაყოფილია.

დღის ამბები