18 იანვარი 2022,   10:41
ვრცლად
ესპანეთში მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ

ესპანეთში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველები ამ დრომდე ნანგრევებში ჩარჩენილ ადამიანებს ეძებენ.

მეხანძრე-მაშველებმა ერთი პირის გამოყვანა შეძლეს, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. უცნობია, რამ გამოიწვია სამსართულიანი შენობის ჩამონგრევა. მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.  

დღის ამბები