23 იანვარი 2022,   18:49
ვრცლად
თბილისის მთავრობის ინიციატივით, ელიავას ბაზრობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მთავრობის ინიციატივით, ელიავას ბაზრობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

კახა კალაძის განცხადებით, ბაზრობა აღარ შეესაბამება თბილისის არქიტექტურულ დაგეგმარებასა და უსაფრთხოების ნორმის სტანდარტებს.

"აღნიშნული ობიექტი ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზონას წარმოადგენს, თუმცა მისი ვიზუალი, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება მნიშვნელოვნად ჩამორჩება დღევანდელ თბილისს. ამ ტერიტორიის ასე დატოვება ჩვენთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტმა მოლაპარაკებები აწარმოა ამ ტერიტორიის ყველა მესაკუთრესთან. პროექტი, რომელსაც საბოლოოდ შევიმუშავებთ, გაითვალისწინებს, როგორც ქალაქის, ასევე იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს,"- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

დღის ამბები