22 იანვარი 2022,   05:39
ვრცლად
მე და სააკაშვილი ვფიქრობთ ერთნაირად, რომ არჩევნების გადადების მოთხოვნა ოპოზიციისგან რაციონალური არ არის - იაგო ხვიჩია

ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების გადაწევის თარიღზე კვლავ საუბრობს, თუმცა მათი პოზიციები არაერთგვაროვანია.

"ოპოზიციაში, მე და ბატონი მიხეილ სააკაშვილი ვფიქრობთ ერთნაირად, რომ არჩევნების გადადების მოთხოვნა ოპოზიციისგან რაციონალური არ არის. მე მჯერა, რომ ოპოზიციის შიგნით, ჩვენი მოსაზრება გაიმარჯვებს,"- აცხადებს პარტია "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

თუმცა, ოპოზიციის სხვა ნაწილში არჩევნების გადადებაზე საუბრობენ და ამის მიზეზად მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ასახლებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახლა, ადამიანების სიცოცხლეა გადასარჩენი. 

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნები არ უნდა იყოს ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ყველა პოლიტიკური პარტია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

დღის ამბები