23 იანვარი 2022,   20:14
ვრცლად
ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის ემზადება და არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის - შალვა პაპუაშვილი 

არჩევნების გადადების საკითხზე, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი მოითხოვს, მმართველი გუნდში ამბობენ, რომ თარიღი უცვლელი იქნება.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი  ამბობს, რომ ოპოზიცია არათუ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის - მეორე დღისთვის და არეულობისთვის ემზადებიან. 

"ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ვამბობდით, რომ გვქონდა ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს და ეს დადასტურდა, როდესაც ვნახეთ ერთდღიანი კამპანია. უკან დაიხიეს ამ მიზნისგანარასერიოზულობამდე მიდის მათი ეს ყოველდღიური სხვადასხვა სახის კამპანია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციას არ აქვს ინტერესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ. ოპოზიცია არ ემზადება 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისინი 3 ოქტომბრისთვის - მეორე დღისთვის და არეულობისთვის ემზადებიან. ამას სთავაზობენ ისინი ჩვენს მოსახლეობას,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ არჩევნების თარიღის გადადება ოპოზიციას არ უშველის. 

"მიხეილ სააკაშვილმა ყველა ვინც არჩევნების გადადებას ითხოვდა, ცივი წყალი გადაასხა. გადახედეს საკუთარ კვლევებს, ნახეს რომ არ არის სახარბიელო მდგომარეობა და რაღაც მიზეზებს ეძებენ. არც გადადება და არც გადმოწევა არჩევნების თარიღის ოპოზიციას არ უშველის. ოპოზიციამ უნდა მიიღოს ის მარცხი, რასაც მათ 2 ოქტომბერს საზოგადოება გაუფორმებს. ამის შემდგ, 3 წლის განმავლობაში კარგად დაჯდეს და იმეცადინოს საზოგადოებასთან ერთად და 2024 წელს, თუკი მოემზადება, შესაძლებელია საზოგადოებამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი. 

დღის ამბები