23 იანვარი 2022,   19:45
ვრცლად
ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში ევროკავშირის ელჩს ხვდებიან

ამ წუთებში, ევროკავშირის ოფისში, ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს ხვდებიან. შეხვედრაზე ბრიუსელში შარლ მიშელის ოფისიდან საიმონ მორდიუსის ჩართვა იგეგმება. შეხვედრას ოპოზიციიდან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმოდგენილები ესწრებიან.

პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ დასავლელ პარტნიორებთან განხილვის მთავარი საკითხი ქვეყანაში შექმნილი წინასაარჩევნო პოლიტიკური ვითარება და მმართველი პარტიის მხრიდან ანულირებული დოკუმენტი იქნება.

"ეს შეხვედრა, ე.წ. ვიდეოქოლით კონფერენცია დაიგეგმა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით, მათი მოწვევით. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს წინასაარჩევნოდ და იმ საკითხებს, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში ასახულია, რომელსაც ხელი მოეწერა ძალიან მძიმე მოლაპარაკებების შემდეგ და რაც ცალმხრივად წაიღო უკან ქართულმა ოცნებამ,"-აცხადებს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, დასავლეთი მუშაობს "ქართული ოცნების" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შესახებ გადაწყვეტილებისთვის ადეკვატური პასუხის გასაცემად. 

"ახლა მიმდინარეობს ბრიუსელის მხრიდან შემუშავება იმ გადაწყვეტილებების, რომელიც იქნება მიღებული საპასუხოდ, თუ "ქართული ოცნება" გააგრძელებს საკუთარ პოზიციას, რომ ისინი შეთანხმებას აღარ აღიარებენ,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები