23 იანვარი 2022,   18:48
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" გამოდის ინიციატივით, სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები გაუქმდეს

"ნაციონალური მოძრაობა" გამოდის ინიციატივით, რომ სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები გაუქმდეს, ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი განახევრდეს.

გარდა ამისა, ხატია დეკანოიძის ინიციატივა საპენსიო და სოციალურ დახმარებასაც მოიცავს :

  • სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გადამზადებას იმისთვის, რომ ექიმებს დაეხმარონ; 
  • ვაქცინაციის პოპულარობისა და წახალისებისთვის - გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვით;​
  • ​სრულად ვაქცინირებულებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის ფასი;
  • სოციალურად დაუცველ ვაქცინირებულებს დამატებით 1 თვის სოციალური დახმარება ჩაერიცხოთ;
  • სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს, დამატებით მიეცეთ ნახევარი თვის პენსია 
  • სრულად ვაქცინირებული და თვითდასაქმებულებს გაუნახევრდეთ წლიური საშემოსავლო გადასახადი. 
  • გარდა ამისა, დაიწყოს მსჯელობა ბუსტერ დოზებზე.
დღის ამბები