22 იანვარი 2022,   07:29
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზიური კადრები - ავღანეთიდან საერთაშორისო პარტნიორების ევაკუაციაში საქართველო ჩაერთო

"კურიერის" ექსკლუზიური კადრები - ავღანეთიდან საერთაშორისო პარტნიორების ევაკუაციაში საქართველო ჩაერთო.  თბილისის აეროპორტში ნატოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები განთავსდა.

მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი საქართველოში შემოყვანისა და განთავსებისას გათვალისწინებულია COVID-უსაფრთხოების წესები.

"ქართული მხარე დათანხმდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, კერძოდ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), აზიის განვითარების ბანკის (ADB) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მომართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციის და საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი განთავსების პროცესში.

მათი საქართველოში შემოყვანისა და განთავსებისას გათვალისწინებულია COVID-უსაფრთხოების წესები, ხოლო საქართველოში მათ ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებენ შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტები," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები