22 იანვარი 2022,   07:15
ვრცლად
არჩევნების გადადების მოთხოვნა შედის გაკოტრებული ოპოზიციის ინტერესებში, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდება - ირაკლი ღარიბაშვილი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩევნების გადადების მოთხოვნა, გაკოტრებული ოპოზიციის ინტერესებში შედის. 

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ამ საერთო პროვოკაციაში ყველა გაერთიანებულია.

"იციან, რომ მარცხდებიან. აზრი ეკარგება ბევრს, მათ შორის გახარიას პარტიას უბრალოდ აზრი დაეკარგა და რა თქმა უნდა, "ნაცმოძრაობა", რომელიც არის ყველაზე მთავარი დესტრუქციული, რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ძალა, მათ ინტერესებში შედის არჩევნების გადადება, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდება. არჩევნები ჩატარდება და "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები