23 იანვარი 2022,   18:58
ვრცლად
ვწუხვარ, რომ ზიანდება საქართველოს ინტერესები "ქართული ოცნების" ნაბიჯებიდან გამომდინარე - გიორგი ვაშაძე

ევროკავშირის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ბრიუსელში შარლ მიშელის ოფისთან საიმონ მორდიუსთან დისტანციურ რეჟიმში შეხვედრა გამართეს. პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ დასავლელ პარტნიორებთან განხილვის მთავარი საკითხი  ქვეყანაში შექმნილი წინასაარჩევნო პოლიტიკური ვითარება და მმართველი პარტიის მხრიდან ანულირებული დოკუმენტი იყო.

"ევროკავშირის მესიჯში არ იქნება პროგრესი შესრულებაში, სამწუხაროდ საქართველო ვერ მიიღებს მაკროფინანსურ დახმარებას, მათ შორის განსაკუთრებით მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ არის მითითებული შეთანხმებაში. ასე რომ, ყველაფერი "ქართული ოცნების" ხელშია.

მე ვწუხვარ, რომ ასე ზიანდება საქართველოს ინტერესები "ქართული ოცნების" ნაბიჯებიდან გამომდინარე," - განაცხადა პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

"ლელოს" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროპელი პარტნიორები იძულებულნი არიან იმსჯელონ იმ ფინანსური დახმარების შეჩერებაზე, რომელიც განკუთვნილი იყო ჩვენი ქვეყნისთვის.

"ჩვენი ევროპელი პარტნიორები იძულებული არიან იმსჯელონ იმ ფინანსური დახმარების შეჩერებაზე, რომელიც განკუთვნილი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" ღიად და აშკარად არღვევს ყველა იმ პირობას, რა პირობაც მისცა ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და პარტნიორებს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები