22 იანვარი 2022,   06:00
ვრცლად
უნდა გადაიდოს თუ არა არჩევნები ეპიდვითარების გათვალისწინებით - პოლიტიკური სპექტრის აზრი ორ ნაწილად იყოფა

უნდა გადაიდოს თუ არა არჩევნები - ოპოზიციის პოზიცია ისევ ბუნდოვანია, პოლიტიკური ამოცანის პასუხი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტებისთვის ისევ პანდემიაზე გადის.

ოპოზიცია ეპიდემიოლოგების პასუხს ელოდება, არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლება კი, კიდევ ერთხელ და უკვე მეორედ, კატეგორიულად აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები არ გადაიდება.

ხელისუფლების პოზიციის მიუხედავად ოპოზიციის ნაწილი კოლეგებს კონსულტაციებისკენ მოუწოდებს და თვითმმართველობის არჩევნების გადადების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების ოპონენტებს არ გააჩნიათ კონკრეტული გეგმა თუ როგორ მიაღწიონ ამას.

დღის ამბები