18 იანვარი 2022,   11:12
ვრცლად
"ვიმედოვნებთ, არ მოგვიწევს ხალხის იძულება, რომ მუსიკის მოსმენა შეწყვიტონ" - თალიბანი

თალიბანის სპიკერის, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდის განცხადებით, ავღანეთში მუსიკა აიკრძალება. 

მსგავსი აკრძალვა ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 1996-2001 წლებშიც მოქმედებდა, მაშინაც საჯარო სივრცეში მუსიკის მოსმენა და შესრულება აკრძალული იყო. 

"ისლამი მუსიკას კრძალავს. ჩვენ ვიმედოვნებთ, მოვახერხებთ ხალხის დარწმუნებას და არ მოგვიწევს მათი იძულება, რომ მუსიკის მოსმენა შეწყვიტონ," – განაცხადა თალიბანის სპიკერმა. 

 

დღის ამბები