18 იანვარი 2022,   12:25
ვრცლად
ასობით დამწვარი შენობა და ათასობით ევაკუირებული ადამიანი - კალიფორნია მასშტაბურ ხანძარს ებრძვის

ხანძარს ებრძვიან კალიფორნიაში - დამწვარია 300 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ყოველდღიურად მატულობს ევაკუირებულთა რიცხვი.

ბოლო 24 საათში სახლების დატოვებისკენ ათასობით ადამიანს მოუწოდეს. გახსნილია დროებითი თავშესაფრები. როგორც სახანძრო სამსახური აცხადებს, მსგავსი მასშტაბის ხანძრები კალიფორნიის შტატს დიდი ხანია არ ახსოვს. ხანძრისგან მიყენებული ზარალის შეფასება ამ დრომდე გრძელდება. ზიანის მასშტაბები ყოველდღე შეიძლება შეიცვალოს. ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა ართულებს.

ამ დროისთვის ხანძრის 45%-ია ლოკალიზებული. სტიქიის ზონაში მდებარე ათასობით საცხოვრებელი კვლავ საფრთხის ქვეშ რჩება. ხანძრის კერების დიდი ნაწილი უკონტროლოა.

ცეცხლის ინტენსივობიდან გამომდინარე რეგიონში დაბინძურდა ჰაერი. კვამლი იმდენად ინტენსიურია, რომ ნევადის შტატში რამდენიმე სკოლა დროებით დაიხურა. მთავრობა ადგილობრივებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ღია სივრცეში დიდი დროის გატარებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა სტიქის ზონებში ფედერალური დახმარების ბრძანება გასცა.

დღის ამბები