20 იანვარი 2022,   08:13
ვრცლად
"ქართული ოცნების" მცხეთის მერობის კანდიდატი იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას წეროვანში შეხვდა

მმართველი გუნდის მცხეთის მერობის კანდიდატი ახალგორელებს, ლიახვისა და ფრონეს ხეობიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას წეროვანში შეხვდა.

დიმიტრი ზურაბიშვილმა მათთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა, სადაც თავადაც იბრძოდა. საუბარი შეეხო მისი როგორც მერობის კანდიდატის სამომავლო გეგმებსაც.

წეროვნის დევნილ მოსახლეობას ასევე წარუდგინეს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ჯონი ბაშარული.

დღის ამბები