20 იანვარი 2022,   09:35
ვრცლად
გმობ ტერორისტულ შეტევას ქაბულზე, ვუსამძიმრებ დაღუპულ ავღანელ მოქალაქეებსა და შტატების სამხედრო ძალებს - სალომე ზურაბიშვილი

ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტს საქართველოს პრეზიდენტი "ტვიტერში" ეხმაურება.

"ვგმობ ქაბულზე ტერორისტულ შეტევას. ვუსამძიმრებ დაღუპულ ავღანელ მოქალაქეებსა და შტატების სამხედრო ძალებს. ევაკუაცია მშვიდობიანად უნდა გაგრძელდეს," - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 100 ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, კიდევ 158 ადამიანი დაიჭრა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

დღის ამბები