20 იანვარი 2022,   08:05
ვრცლად
"საქართველო თანდათან NATO-ს სრულფასოვანი წევრი ხდება" - პოლიტოლოგები ქვეყნის რეგიონული სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობის ზრდაზე საუბრობენ

ქაბულში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობა იზრდება.

ჰაბი თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მასთან არსებულ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზეა განთავსებული და მისი ფუნქცია ავღანეთიდან ევაკუირებული მგზავრების გადაყვანის პროცესში მხარდაჭერაა.

სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობა პოლიტოლოგები საუბრობენ და აცხადებენ, რომ საქართველოს როლი  NATO-ს წევრობისთვის მნიშვნელოვნად იზრდება.

"საქართველო თანდათან ხდება უკვე NATO-ს სრულფასოვანი წევრი. მიუხედავად იმისა, რომ წევრობა არა გვაქვს, ჩვენ ჩვენი მონაწილეობით სრულფასოვანი წევრი ვართ NATO-ს პროცესებისა, მისი ყოველი ოპერაციისა. ეს უფრო გვაახლოებს, მართალია ჯერ კიდევ გზა არის გასავლელი წევრობამდე, მაგრამ ჩვენ ფაქტობრივად ყველა ოპერაციაში ვართ წარმოდგენილი, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის," - განაცხადა პოლიტოლოგმა, ირაკლი ცქიტიშვილმა.

ავღანეთიდან საერთაშორისო პარტნიორების ევაკუაციაში ქვეყანა უკვე რამდენიმე დღეა ჩართულია. წუხელ გვიან ღამითაც შესრულდა მორიგი საევაკუაციო ფრენა ავღანეთის დედაქალაქიდან.

შეგახსენებთ, რომ ლოჯისტიკურ ოპერაციებში ქართველ სპეციალისტებთან ერთად ჩართული არიან ნორვეგიელი, შვედი, ფინელი და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი.

დღის ამბები