18 იანვარი 2022,   01:41
ვრცლად
საქართველო საერთაშორისო საზოგადოების გვერდით დგას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქაბულის აეროპორტში აფეთქებასთან დაკავშირებით "ტვიტერზე" განცხადება გაავრცელა.

"ვგმობ ქაბულის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტს. თანაგრძნობას ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს, ასევე შეერთებული შტატების სამხედროებს. საქართველო საერთაშორისო საზოგადოების გვერდით დგას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა დასრულდეს ძალადობა და ქაოსი ავღანეთსა და მის ფარგლებს გარეთ," - წერს დავით ზალკალიანი.

დღის ამბები