20 იანვარი 2022,   09:13
ვრცლად
რა უნდა გიგი უგულავას ფოთში? კაცი ძარცვითაა ცნობილი - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართულმა ოცნებამ" ფოთში მერობის კანდიდატად ბექა მაჭარაძე წარადგინა.

მმართველი პარტიის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ ფოთი დგას არჩევნის წინაშე, ირჩევს ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც მოემსახურება ფოთელებს, თუ აირჩევს კორუმპირებულ პოლიტიკოსს.

"ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და ფოთელებს, მეორე მხრივ, არის კორუმპირებული, მართლაც დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა. ძალიან მაინტერესებს, რა უნდა ამ ადამიანს ფოთში, რატომ მოდის ფოთში, კაცი, რომელიც არის ცნობილი ძარცვით და თანამედროვე ისტორიას თუ გადავხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კორუფციონერია, ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი, მძარცველი პოლიტიკოსი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სიტყვით გამოვიდნენ ასევე პარლამენტის თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი. მათ ისაუბრეს ბოლო წლების განმავლობაში რეგიონის განვითარების პროექტების ხარვეზების გამოსწორებაზე.

დღის ამბები