22 იანვარი 2022,   05:36
ვრცლად
ნიდერლანდების საელჩო საქართველოს, ქაბულიდან ამსტერდამში ტრანზიტული ფრენების განსახორციელებლად თანამშრომლობისთვის, მადლობას უხდის

ნიდერლანდების საელჩო საქართველოს, თბილისის გავლით ქაბულიდან ამსტერდამში ტრანზიტული ფრენების განსახორციელებლად თანამშრომლობისთვის, მადლობას უხდის. ამის შესახებ განცხადება საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ჩვენ ერთად შევძელით ასობით მგზავრის გადაყვანა, რომელთა შორის იყვნენ ნიდერლანდების მოქალაქეები, ავღანელები, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ და მათი ოჯახები. თბილისის ნიდერლანდელი საევაკუაციო ჯგუფი თბილისის აეროპორტში მომუშავე ყველა ადამიანის მადლობელია კომფორტული და მოქნილი თანამშრომლობისთვის რთულ ვითარებაში, რომელიც ქაბულის აეროპორტში არსებული მძიმე სიტუაციით იყო გამოწვეული," - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები