18 იანვარი 2022,   02:44
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 700-მდე ვიდეოკამერა გადასცა, რომლითაც ბიულეტენების დათვლის პროცესი აისახება

"ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 700-მდე ვიდეოკამერა გადასცა, რომლითაც არჩევნების დღეს ბიულეტენების დათვლის ვიდეოგადაღება მოხდება.

როგორც "ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დათვლის პროცედურის ვიდეოზე აღბეჭდვა, ნებისმიერი სახის სპეკულაციას გამორიცხავს.

"ვისაუბრეთ იმ გადმოცემული კამერების აღსრულებასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია პრაქტიკაში განახორციელოს ამ კამერების ინსტალაცია და მეორეს მხრივ თვითონ ვიდეოფიქსაციის პროცესი და შემდგომ მისაწვდომობა საზოგადოების ამ ვიდეოჩანაწერებთან. ყველა ეს ვიდეოჩანაწერი, ყველა იმ უბნის, სადაც მოხდება ეს ვიდეო ფიქსაცია, მოხდება მათი ონლაინ განთავსება," - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერის კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველა ბიულეტენი ვიდეოს სახით იქნება დაფიქსირებული დათვლისას, რასაც პრევენციული ხასიათი აქვს.

დღის ამბები