17 იანვარი 2022,   11:50
ვრცლად
არჩევნებამდე 1 თვე დარჩა - როგორია პოლიტიკური პარტიების მოლოდინები და სოციოლოგიური კვლევის შედეგები

"ქართული ოცნება" არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებში პარტია დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

მმართველ გუნდს ამის თქმის საფუძველს მათი დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა აძლევს.

პირველ-მეორე ადგილს კვლევების თანახმად, ისევე როგორც წინა არჩევნებში, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ინაწილებენ.

დედაქალაქში გამოკითხულთა 60 პროცენტზე მეტი მხარდაჭერას მოქმედ მერს უცხადებს, ორჯერ ნაკლები კი ნიკა მელიას.

"ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს საკუთარ ამომრჩეველზე გათვლილ პიარ სვლას უწოდებს ოპოზიცია და ამბობს, რომ რეალურად "ქართული ოცნების" რეიტინგი 40 პროცენტსაც ვერ აღწევს. მმართველი გუნდი კი პოლიტიკურ ოპონენტებს ხმების დათვლას შემოდგომაზე ურჩევს.

დღის ამბები