23 იანვარი 2022,   07:01
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათუმში, თამარის დასახლებაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათუმში, თამარის დასახლებაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

პარტიის სახელით, ამ დასახლებაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნაზი ფუტკარაძე მიიღებს მონაწილეობას. ის წინა მოწვევის ბათუმის საკრებულოს დეპუტატი იყო.

პარტიის ადგილობრივი ლიდერების თქმით, იქ ნაზი ფუტკარაძეს კარგად იცნობენ და აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება. ნაზი ფუტკარაძე გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ წარადგინა.

დღის ამბები