23 იანვარი 2022,   06:43
ვრცლად
უნდა გადაიდოს, თუ არა არჩევნები - რა პოზიციები აქვთ პოლიტიკურ ოპონენტებს

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მისალოც წერილში, ყურადღება თვითმმართველობის არჩევნებზეც გაამახვილა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნები გადაიდება თუ არა, ეს საზოგადოებაზეა დამოკიდებული. თუმცა, მისი თქმით, საბოლოო ჯამში, თარიღის გადადება ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება.

პრეზიდენტის ეს განცხადება კიდევ ერთხელ გახდა, ხელისუფლების ოპონენტებისთვის განხილვის საგანი. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ არჩევნების გადადება, იქნება დროის დათმობა ხელისუფლებისთვის, ამიტომ, პარტიაში ამ ინიციატივას არ ემხრობიან. 

"არჩევნები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიდოს, რადგანაც ამ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ, ერთ მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის გადაანგარიშებით პირველ ადგილზე ვართ, ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და საუბრობენ არა პანდემიის, არამედ ოპონენტების დამარცხებაზე. ამიტომ, ნებისმიერი გადაწეული დღე, არის დროის დათმობა იმ ხელისუფლებისთვის, რომლებსაც ხალხი საერთოდ არ აინტერესებს,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე. 

არჩევნების გადადებას, არც მმართველ გუნდში ემხრობიან და ამბობენ, რომ არჩევნების თარიღში ცვლილება არ იქნება. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ არჩევნების გადადებამ, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის სტაბილურობას. 

დღის ამბები