23 იანვარი 2022,   06:32
ვრცლად
"ქართული ოცნების" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა

"ქართული ოცნების" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ხელაძე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა. თბილისის საკრებულოში მმართველი გუნდის დეპუტატობის კანდიდატმა საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრა.

ირაკლი ხელაძემ შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა. კანდიდატის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სხვადასხვა სფეროში ახალგაზრდების ინიციატივების გათვალისწინებას შეუწყობს ხელს. შეხვედრა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში გაიმართა.

დღის ამბები