23 იანვარი 2022,   07:00
ვრცლად
პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებამ" ოზურგეთში საარჩევნო კამპანია დაიწყო

პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებამ" ოზურგეთში საარჩევნო კამპანია დაიწყო.

კამპანიის გახსნა სიმბოლურად სოფელ ბახვში, გურული გლეხების შეკრების ადგილას მოხდა.

პარტიამ მისი ადგილობრივი წევრები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

პრეზენტაციას პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ესწრებოდა. როგორც პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, 1905 წელს გურული გლეხების მოთხოვნები თავისუფლებასთან დაკავშირებით კვლავაც აქტუალურია, ამიტომაც პარტიის წევრები ამბობენ, რომ გირჩი თავისუფლებას აბრუნებს, ამიტომაც მათ ბახვის მანიფესტს სიმბოლურად ხელიც მოაწერეს.

დღესვე ოზურგეთში გაიხსნა "გირჩი მეტი თავისუფლების" ოფისი. პარტიის წარმომადგენლების თქმით, ის ნებისმიერი მსურველისთვის მუდამ ღია იქნება.

დღის ამბები