18 იანვარი 2022,   10:54
ვრცლად
ავღანელმა ქალმა, რომელმაც ევაკუაციის დროს ჰაერში იმშობიარა, ბავშვს ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის სახელი დაარქვა

ორსულმა ავღანელმა ქალმა, რომელმაც ქაბულიდან ევაკუაცია მოახერხა, გოგონას სახელად რიჩი დაარქვა - ამერიკული სამხედრო ბორტის სახელი, რომლითაც მან თალიბანის რეჟიმისგან თავის დაღწევა შეძლო. 

ქალს მშობიარობა ფრენისას დაეწყო და დაბალი წნევის გამო მისი მდგომარეობა გართულდა. მფრინავმა მიიღო გადაწყვეტილება, თვითმფრინავის ფრენის სიმაღლე შეემცირებინა, რითაც მშობიარის მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს. 

სამხედრო თვითმფრინავი გოგონას დაბადებიდან რამდენიმე წუთში გერმანიის ბაზაზე დაჯდა. დედა და შვილი ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

დღის ამბები